ე.წ. ქართველთა მარში

შსს "ქართველთა მარშზე": პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილ "ქართველთა მარშის" განმავლობაში მობილიზებული იქნება პოლიცია, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. 

"ტაბულას" კითხვაზე, როგორ აპირებენ, რომ დაიცვან უცხოელი მოქალაქეები და გამზირზე მდებარე მათი კერძო ქონება, შსს გვპასუხობს, რომ პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში.

"პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს, მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები და იმოქმედებს კანონის ფარგლებში,"- აცხადებს უწყება. 

დღეს, 14 ივლისს, ქართველი ნეოფაშისტური დაჯგუფებები ე.წ "ქართველთა მარშს" გამართავენ, რომლის გაცხადებული მიზანი "არალეგალი იმიგრანტებისგან ქვეყნის გაწმენდაა". 

"ქართველთა მარშზე" დამატებით ინფორმაციისთვის ნახეთ "ტაბულას" სტატია.

კომენტარები