საქართველოს მთავრობა

ვიცეპრემიერად მიხეილ ჯანელიძე დაინიშნა

მიხეილ ჯანელიძე
ტაბულა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიცე-პრემიერად დაინიშნა - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის პრიორიტეტებში საგარეო ურთიერთობების გამოკვეთა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით ლომის წილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა. მისივე თქმით, მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში იყო მთავარი მომლაპარაკებელი საქართველოს მხრიდან ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების პროცესში.

ვიცეპრემიერის თანამდებობას მიხეილ ჯანელიძემდე კახა კალაძე იკავებდა. კალაძე ქართული ოცნებიდან თბილისის მერობის კანდიდატია.

კომენტარები