ოკუპაცია

რაქვიაშვილი: როცა ამბობენ, ერთი მეტრის გადმოწევას არაუშავსო, რუსეთისთვის საჩუქარია

უშიშროების საბჭო

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკას განახლება სჭირდება. ის ქართული ოცნების წევრების გამონათქვამებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ "ეს არის საჩუქარი, რომელსაც რუსეთს ვაძლევთ".

"სამწუხაროა, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ ფონზე ამბობს, რომ ერთი მეტრი იქით-აქეთ არაუშავსო და რომ, თურმე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა არ არის უშიშროების საბჭოს განსახილველი საკითხი. ასეთი განცხადებებლი არის ის საჩუქარი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ რუსეთის ფედერაციას. ზუსტად ეს არის ჰიბრიდული ომის მთავარი მიზანი - მოარღვიო მორალი ქვეყანაში, მოარღვიო სიმტკიცე. აუცილებელია დამატებითი რესურსების მობილიზება და ახალი მიდგომების ჩამოყალიბება იმიტომ, რომ არასდროს არ არის საკმარისი, რაც უნდა ვაკეთოთ. ეჭვი არ შემაქვს ჩვენი დიპლომატების თავდადებაში, მაგრამ პოლიტიკას ყოველთვის სჭირდება განახლება გარემოს შესაბამისად", - ამბობს რაქვიაშვილი.

სამოქალაქო სექტორს უშიშროების საბჭოს მოწვევა სურს, თუმცა, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ "რუსები 1 მეტრით გადმოწევენ თუ 100-ით, ქვეყნის თითქმის 1/3 ოკუპირებული აქვთ" და რომ "უშიშროების საბჭო არ არის ის ადგილი, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს".

კომენტარები