ავიაცია

თბილისი-ბათუმის ავიარეისი ყოველდღე შესრულდება, ბილეთის ფასი 90 ლარი იქნება

ბათუმი
georgia.travel

7 ივლისიდან ავიაკომპანია სერვისეარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელებას დაიწყებს. მგზავრებს "სააბის“ ტიპის 32 ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურებათ.

ერთი გზის ბილეთის ღირებულება 90 ლარს შეადგენს. სერვისეარი აღნიშნულ რეისებს ეკონომიკის სამინისტროს ტენდერის ფარგლებში ასრულებს. 

ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა, შემდეგი განრიგით:

  • ორშაბათი: თბილისი-ბათუმი 10:00-ზე, ბათუმი-თბილისი 12:00-ზე, ასევე თბილისი ბათუმი 18:00-ზე, ბათუმი თბილისი 20:00-ზე. 
  • სამშაბათი: თბილისი-ბათუმი 10:00-ზე, ბათუმი-თბილისი 12:00-ზე, ასევე თბილისი ბათუმი 18:00-ზე, ბათუმი თბილისი 20:00-ზე. 
  • ხუთშაბათი: თბილისი-ბათუმი 10:00-ზე, ბათუმი-თბილისი 12:00-ზე, ასევე თბილისი ბათუმი 18:00-ზე, ბათუმი თბილისი 20:00-ზე. 
  • პარასკევი: თბილისი-ბათუმი 10:00-ზე, ბათუმი-თბილისი 12:00-ზე, ასევე თბილისი-ბათუმი 14:00-ზე, ბათუმი-თბილისი 16:00-ზე და თბილისი ბათუმი 18:00-ზე, ბათუმი თბილისი 20:00-ზე. 
  • შაბათი: თბილისი-ბათუმი 10:00-ზე, ბათუმი-თბილისი 12:00-ზე.
  • კვირა: თბილისი-ბათუმი 10:00-ზე, ბათუმი-თბილისი 12:00-ზე, ასევე თბილისი-ბათუმი 14:00-ზე, ბათუმი-თბილისი 16:00-ზე და თბილისი ბათუმი 18:00-ზე, ბათუმი თბილისი 20:00-ზე. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია "ვანილა სქაის" თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან)

კომენტარები