ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

businessinsider.com

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა მორიგ ჯერზე გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რაკეტის ფრენის დრო 40 წუთი იყო. ფრენის დროს რაკეტამ 900 კილომეტრის მანძილი დაფარა და იაპონიის ზღვაში ჩამოვარდა.

ბალისტიკური რაკეტის გამოცდას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა აშშ-ის ბალისტიკური რაკეტის გაშვების საპასუხოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოსცადა.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტების თქმით, ჩრდილოეთ კორეის ფრენის მაჩვენებელი გაზრდილია და არის შანსი, რომ სურვილის შემთხვევაში ბალისტიკურმა რაკეტამ ალიასკაშიც ჩააღწიოს.

კომენტარები