ავიაცია

კოლუმბიური ავიაკომპანია "ფეხზე დგომის ბილეთების" შემოღებას გეგმავს

boeing.com

კოლუმბიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია VivaColombia მგზავრობის ფასის შემცირების მიზნით გეგმავს თვითმფრინავის ერთი ნაწილიდან სკამების აღებას და იქ "ფეხზე დგომის" სივრცის შექმნას. კოლუმბიური ავიაკომპანიის გეგმის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრეცელებს. 

VivaColombia-ს დამფუძნებლის უილიამ შოუს თქმით, რაც არ უნდა უცნაური იყოს ამ ტიპის პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს. მისი თქმით, ათასობით ადამიანი ინტერნეტში ეძებს საიძიებო ფრაზებს ფეხზე დგომის ბილეთების არსებობის შესახებ. ფეხზე დგომის ბილეთები ავიაკომპანიას საშუაალებას მისცემს უფრო მეტ ადამიანს მოემსახუროს. ამავდროულად ის ადამიანებიც ვინც ბილეთის მაღალი ფასის გამო არ დაფრინავენ თვითმფირნავით მგზავრობის გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც მათ ტრანსპორტის სხვა სახეებთან შედარებით ბევრად მეტ დროს დაუზოგავს.

კოლუმბიის სამოქალაქო სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის "არასდროს არ დაუშვებს ფეხზე დგომის ბილეთების შემორებას", რადგანაც ადამიანები მგზავრობისას "ელემენტარულ, ადამიანურ პირობებს იმსახურებენ დაყველამ ვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით უმგზავრია იცის რომ ფეხზე დგომა კომფორტული არაა."

ფეხზე დგომის ბილეთების შემოღებას სხვა დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებიც განიხილავდნენ, თუმცა დღეისთვის აღნიშნული პროდუქტი ბაზარზე არ არსებობს. Airbus ორიათასიანი წლების დასაწყისში მუშაობდა ფეხზე დგომის სკამების შექმნაზე, თუმცა პროექტი არ განხორციელდა. 2010 წელს მსგავსი სკამები შექმნა იტალიურმა კომპანია SkyRider-მა, თუმცა ავიაკომპანიებმა ამ პროდუქტის ყიდვისგან თავი შეიკავეს.


ფოტო: SkyRider

მთავარი ფაქტორი, რის გამოც ფეხზე დგომის ბილეთების არსებობას აფერხებს უსაფრთხოებაა, რადგანაც სკამები საავარიო სიტუაციაში მგზავრებს მექანიკური დაზიანებებისგან იცავენ. ფეხზე დგომისას კი ამგვარი უსაფრთხოების შეთავაზება უფრო რთულია. 

კომენტარები