საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში კვორუმის არარსებობისა და პულტებით მანიპულირების გამო სხდომა ჩაიშალა

სასჯელაღსრულების სამინისტრო

საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა ჩაიშალა - ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა, სხდომაზე განაცხადა, რომ დარბაზში მყოფი დეპუტატების რაოდენობა კვორუმისთვის საკმარისი არ არის და პულტებით მანიპულაცია მიმდინარეობს. 

"შემიძლია დაგისახელოთ ის დეპუტატები, ნუკრი ქანთარია, ირაკლი სესიაშვილი, ენზელ მკოიანი და კიდე ბევრი სხვა, რომლებიც სხდომას არ ესწრებიან და კენჭისყრაში იღებენ მონაწილეობას. ამაზე ჩემს ნაცვლად პარლამენტის შესაბამისი სამსახური უნდა აკეთებდეს განცხადებას, მაგრამ მე მიწევს. სხდომა არ არის უფლებამოსილი და არ შეიძლება კენჭისყრები ტარდებოდეს", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

გოგორიშვილის განცხადების შემდეგ, პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სხდომა ჯერ დროებით შეაჩერა, შემდეგ კი კენჭისყრების გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები