აფგან მუხთარლის საქმე

კილაძე მუხთარლიზე: საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაადრევი იქნება

სოფო კილაძე
საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე ფიქრობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა ჯერჯერობით ნაადრევია.

"ჩემი მოსაზრებაა, რომ ჯერ საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაველოდოთ, რადგან იმდენი დრო არ არის გასული, რომ ჩვენ გამოძიების არაეფექტურობაზე ვისაუბროთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული და სხვა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. ამას არც არავინ არ უარყოფს. რაც შეეხება ჩანაწერებს, ამაზე შალვა ხუციშვილმა გუშინ განაცხადა, რომ შუალედურ შედეგებთან ერთად ეს ჩანაწერებიც იქნება გამოქვეყნებული. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმეა, რომელიც ეხება როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, დაზარალებულის ინტერესი არ უნდა დაირღვეს, მაგრამ არც სახელმწიფო ურთიერთობები უნდა შეილახოს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაადრევი იქნება“, - თქვა კილაძემ.

კომისიის შექმნას მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ითხოვს.

კომენტარები