ნარკოპოლიტიკა

მიშველაძე: კანონმდებლობა უნდა იყოს ძალიან მკაცრი ნარკოდილერებთან მიმართებაში

თავიდანვე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ მივესალმებით ასეთ ცვლილებებს, უბრალოდ, როდესაც არის საუბარი ნარკოპოლიტიკის და ამ კანონმდებლობის ლიბერალიზაციაზე, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ პირველ რიგში ის, როგორ განვიხილავთ ჩვენ ნარკომომხმარებლებს, ესენი არიან დამნაშავეები თუ მათ სჭირდებათ დახმარება, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის განცდა, რომელიც არის საზოგადოებაში, რომ დღევანდელ ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი მესამე ფაქტორი არის ის, რომ რა თქმა უნდა, ნარკომომხმარებლებთან მიმართებაში კანონმდებლობა უნდა იყოს უფრო ლიბერალური, თუმცა ეს კანონმდებლობა უნდა იყოს ძალიან მკაცრი ნარკოდილერებთან და ნარკოტიკების გამსაღებლებთან მიმართებაში 

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე საუბრობს არსებობს ნარკოპოლიტიკაზე

კომენტარები