უბედური შემთხვევა

სიცხეში, 2 ჩვილის დატოვებისა და მკვლელობაში ბრალდებული დედა დააკავეს

bbci.co.uk

ტეხასში, 35, 5° სიცხეში გასულ თვეს დედამ - სინტია მარი რენდოლფმა 2 ჩვილი ბავშვი - 2 წლის ჯულიეტი და 1 წლის კავანო მანქანაში მათთვის "ჭკუის სასწავლებლად" ჩაკეტა. მანქანის გადახურების გამო, ორივე ჩვილი დაიღუპა.

პოლიციამ შვილების განზრახ მკვლელობისთვის 24 წლის სინტია მარი რენდოლფი 1 თვის შემდეგ, გუშინ დააკავა.

თავდაპირველად, დაკავებული ბრალს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ბავშვები თვითნებურად შევიდნენ მანქანაში. თუმცა პირველი ჩვენება რენდოლფმა შეცვალა და თქვა, რომ ჯულიეტისა და კავანოს ცუდად მოქცევის გამო ჩაკეტა მანქანაში, თუმცა ფანჯრის გაღება და ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლო.

პოლიციის დასკვნაში წერია, რომ 24 წლის სინტია მარი რენდოლფმა ბავშვები მანქანაში განზრახ დატოვა. წავიდა სახლში, სადაც მარიხუანა მოსწია, რამდენიმე საათი ეძინა და ამის შემდეგ მიაკითხა ბავშვებს, რომლებიც იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

პოლიციის დასკვნის მიხედვით, დაკავებულმა ასევე გამიზნულად ჩაამტვრია მანქანის ფანჯრები, რომ ეს უბედური შემთხვევის მსგავსი ყოფილიყო.

დაკავებულმა ბრალი აღიარა. სასამართლო ჯერ არ გამართულა. რენდოლფს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები