საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: გამარჯვებულია ქართველი ხალხი

დღეს ამ პროცესით [საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით] გამარჯვებულია არა ქართული ოცნება, არამედ ქართველი ხალხი, რომელმაც ჩვენ მოგვცა ეს დავალება, დაგვისახა ეს ამოცანა, რომელსაც ძალიან პირნათლად ჩვენ ვასრულებთ და, რა თქმა უნდა, დამარცხებულია ყველა ის ძალა, რომელიც დესტრუქციისკენ იყო მოწოდებული

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელსაც მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა და მათგან 114 ქართული ოცნების დეპუტატი იყო. შეგახსენებთ, რომ არც ოპოზიციური პარტიები და არც სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერდა

კომენტარები