საკონსტიტუციო ცვლილებები

ენძელა მაჭავარიანი: თუ იმას, რა ჯანდაბა ჰქვია, პრეზიდენტს

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ენძელა მაჭავარიანმა ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში პრემიერმინისტრის ასაკის ჩაწერის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ისა, რა ჰქვია, პრემიერმინისტრის ასაკზე არ წერია არაფერი და თუკი იმას, რა ჯანდაბა ჰქვია, პრეზიდენტს ვანიჭებთ უფლებებს, აქ რაღაც ხომ უნდა იყოს", - მიმართა მაჭავარიანმა დეპუტატებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი მაჭავარიანს უპასუხა, რომ კონსტიტუციაში არავის ასაკი არ არის მითითებული, თუ პირდაპირი წესით არ ირჩევა.

ენძელა მაჭავარიანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა 20:30-ის პროდიუსერი იყო. ენძელა მაჭავარიანს აქვს პატრიარქის სიგელი ეკლესიის წინაშე გაწეული განსაკუთრებული თანადგომისა და ღვაწლისათვის.

კომენტარები