რუსთავი 2

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადადგა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ტაბულას ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. მისივე ცნობით, ტელეკომპანიის კოლექტივის ნაწილი გვარამიასთან დაბრუნებაზე მოლაპარაკებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ში ფინანსური კრიზისის გამო, რამდენიმე კვირაა რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, 31 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თუ რუსთავი 2-ში ფინანსური პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, თანამდებობას დატოვებდა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნოდარ მელაძე დაინიშნა.

კომენტარები