უაქციზო სიგარეტი

უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებს, რეალიზაციის მიზნით, გადაჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი Marlboro.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები