ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე 3 პირი დააკავეს.
"საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის გამოსავლენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ოზურგეთსა და სამეგრელოს რეგიონში ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 8 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 39 000 ლარს აღემატება". - წერია საგამოძიებო სამსაურის განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





