უაქციზო სიგარეტი

უაქციზო სიგარეტების საქმეზე ბრალდებულ ოთხ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ტაბულა

უაქციზო სიგარეტების საქმეზე ბრალდებულ ოთხ პირს, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს და პირადი დაცვის წევრს, ნუგზარ ცაბაურაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა გუშინ ღამით მიიღო.

პროკურატურა პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება-შენახვის ფაქტზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი და კიდევ 2 პირი 19 სექტემბერს დააკავეს.

გუშინდელ პროცესს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე არ დასწრებია.

დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვის ბრალდებით ვასილ მხეიძე თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესა და კიდევ 1 პირთან ერთად 27 ივლისს დააკავეს.

კომენტარები