ტერორიზმი

ხუთმა ქვეყანამ კატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა

Getty Images

საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და იემენმა კატართან დიპლომატიური კავშირები შეწყვიტეს და კატარი რეგიონალურ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.

მათი განცხადებით, კატარი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და ალ ქაიდას ეხმარება, რასაც თავისმხრივ, კატარის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

საუდის არაბეთის მედიის ცნობით, ქვეყანამ ასევე დახურა და გაამკაცრა სახმელოთო, საზღვაო და საჰაერო საზღვარის კონტროლი კატართან.

კომენტარები