ავიაცია

მსოფლიოს 10 ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისი

Reuters

17 საათზე მეტხანს მსოფლიოში სულ რამდენიმე ავიარეისი გრძელდება. მათგან ყველაზე ხანგრძლივი რეისიები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან აშშ-ში და აშშ-დან ავსტრალიაში ხორციელდება. ასეთ რეისებს ულტრაგრძელი ეწოდებათ და მათი მარშრუტი მინიმუმ 13 ათასი კილომეტრისგან შედგება. 

რეიტინგში რეისები წარმოდგენილია მარშრუტის სიგრძის მიხედვით. მარშრუტის სიგრძე ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის უფრო ხანგრძლივია, რადგანაც ქარებს რეისების ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ. ულტრაგრძელი რეისების შემთხვევაში ქარების ზემოქმედება შესაძლოა 1.5 საათსაც აღწევდეს.

მსოფლიოს ყველაზე გრძელი ავიარეისების რეიტინგი:

10) ნიუ-დელი - ჩიკაგო, 13,270 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 55 წუთი, Air India


ფოტო: alamy

9) დოჰა - ლოს-ანჯელესი, 13,367 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 25 წუთი, კატარის ავიახაზები


ფოტო: qatar airways

8) ჯედა - ლოს-ანჯელესი, 13,409 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 55 წუთი, Saudia


ფოტო: tripadvisor

7) დუბაი - ლოს-ანჯელესი, 13,420 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 35 წუთი, Emirates


ფოტო: emirates

6) აბუ დაბი - ლოს-ანჯელესი, 13,502 კილომეტრი, რეისის ხანგრძლივობა - 16 საათი და 30 წუთი, Etihad


ფოტო: Etihad

5) იოჰანესბურგი-ატლანტა, 13,581 კილომეტრი, ხანგრძლივობა 16 საათი და 50 წუთი, Delta


ფოტო: Getty Images

4) სან-ფრანცისკო - სინგაპური, 13,593 კილომეტრი, ხანგრძლივობა 16 საათი და 30 წუთი, United და Singapore 


ფოტო: united

3) დალასი-სიდნეი, 13,804 კილომეტრი, ხანგრძლივობა 16 საათი და 55 წუთი, Qantas


ფოტო: qantas

2) ოკლენდი-დუბაი, 14,201 კილომეტრი, ხანგრძლივობა 17 საათი და 5 წუთი, Emirates


ფოტო: luxurytraveldiary.com

1) ოკლენდი-დოჰა, 14,536 კილომეტრი, ხანგრძლივობა 17 საათი და 40 წუთი, კატარის ავიახაზები


ფოტო: qatar airways

წასრულში არსებობდა, რამდენიმე რეისი, რომელიც უფრო ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი აღარ სრულდება. კომერციული ავიაციის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რეისი იყო:

ნიუ-იორკი- სინგაპური, 15,345 კილომეტრი, ხანგრძლივობა 18 საათი და 50 წუთი, Singapore


ფოტო: singapore

კომენტარები