90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტი დაამტკიცა.
კომისიის შემადგენლობაში არიან:
სოსო გალუმაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. პიარ-სააგენტო "ჯეპრას" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი;
თინათინ თვალაძე - ბლოგერი;
ზურაბ მხეიძე - ფსიქოლოგი;
თინათინ რუხაძე - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი;
არნოლდ სტეფანიანი - არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" თავმჯდომარე;
ოთარ ტატიშვილი - ექიმი და ტელეწამყვანი;
ბასა ფოცხიშვილი - რეჟისორი, "სტუდია 1 2 3"-ის დამფუძნებელი;
მარინე შიდაშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
თამაზ ჯოლოგუა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.