თვითმკვლელობამდე მიყვანა

მახინჯაურში, სახლში ორი შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Getty Images

მახინჯაურში, სახლში ორი შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, პირველადი ინფორმაციით, ცხედრებზე ძალადობის კვალი აღმოჩენილი არ არის.

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

კომენტარები