დედოფლისწყაროში, ვენახში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც მთავარი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, გარდაცვლილი მეგობრებთან ერთად, რთველში იმყოფებოდა და სახლში არ დაბრუნებულა. ორდღიანი ძებნის შემდეგ კი, ახალგაზრდა კაცის ცხედარს საკუთარ ავტომობილში, იმავე ვენახში მიაგნეს.
ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 115-ე მუხლით. მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





