თვითმკვლელობამდე მიყვანა

ტაბახმელაში, მანქანაში მასწავლებლის ცხედარი იპოვეს

კადრი ვიდეოდან/TV პირველი 

ტაბახმელაში, მანქანაში მასწავლებლის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალს, სავარაუდოდ, ტყვია აქვს მოხვედრილი.

როგორც TV პირველთან სკოლის დირექტორმა თქვა, პედაგოგი დილით სამსახურში უნდა მისულიყო, მისი არგამოცხადების შემდეგ კი დაიწყო ძებნა. 

ამ ეტაპზე, დამატებითი დეტალები უცნობია. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები