თავდასხმა ლაშა თორდიაზე

ხუციშვილი: ალბათ, ფარცხალაძესთან შსს-ს თანამშრომლები პირადი ურთიერთობის გამო იყვნენ

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრი შალვა ხუციშვილი კომენტარს არ აკეთებს, როდის დაიკითხება გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს უნდა ვკითხოთ გამომძიებლებს, მოუსმინეთ იმათ" - ამბობს ხუციშვილი.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის სახლში შსს-ს თანამშრომლების მისვლის ფაქტს, შალვა ხუციშვილის თქმით, "შსს-ში მუშაობს 40 000 ადამიანი და შეიძლება, ვინმე პირადი ურთიერთობის გამო იმყოფებოდა, მე რამდენადაც ვიცი, ეს არანაირად არ არის დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებებთან".

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. ის მომხდარს აუდიტის სამსახურის საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ კი, 2016 წელს მიწების გადაცემას, სადაც ფარცხალაძე ფიგურირებს. გამოძიება დაწყებულია სსკ 126-ე, ძალადობის მუხლით. თავად ოთარ ფარცხალაძე ამბობს, რომ კონფლიქტის ინიციატორი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო. თორდიამ კი ფარცხალაძეს მოუწოდა, ნარკოგამოკვლევა ორივემ ჩაიტარონ, რათა გაირკვეს, ვინ რისი თრობის ქვეშ იყო.

კომენტარები