თავდასხმა ლაშა თორდიაზე

თორდია: ფარცხალაძეს მიდრეკილება აქვს ნარკოტიკებისკენ, ჩავიტაროთ გამოკვლევა

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, P.S კურიერთან სატელეფონო საუბარში, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის განცხადებას გამოეხმაურა. ფარცხალაძე ამტკიცებს, რომ კონფლიქტი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა თორდიამ დაიწყო. მისივე თქმით, თორდიას "ალკოჰოლისადმი მიდრეკილება" აქვს და ხშირად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. 

"ფარცხალაძემაც და მეც ჩავიტაროთ ნარკოლოგიური გამოკვლევა და დავადგინოთ, ვინ რისი თრობის ქვეშ შეიძლება ყოფილიყო პარასკევს, და, მე თუ ასეთი, საზოგადოებისთვის ცნობილი პათოლოგი ვარ, ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია, თუ რისკენ აქვს მიდრეკილება ბატონ ოთარს. მას მიდრეკილება აქვს ნარკოტიკებისკენ, ამის შესახებ მე არაერთხელ მსმენია სხვადასხვა ადამიანისგან და მისი სახის გამომეტყველებაც, ელ ცენტროში ნამდვილად ადასტურებდა ამ ფაქტს, თუმცა, მე ამის შესახებ ხომ არ გამიკეთებია განცხადება?!

იმდენად აგრესიული იყო, იმდენად აღგზნებული ლაპარაკობდა, თვალები ჰქონდა იმდენად ანთებული, რომ ის ნამდვილად არ იმყოფებოდა მხოლოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ. გასაგებია მისი სტრატეგია, მაბრალებს პათოლოგიურ სიმთვრალეს. იმ დღეს მე კოქტეილს ვსვამდი, ნახევარი ჭიქაც არ მქონდა დალეული", - თქვა სატელეფონო ჩართვისას გენერალურმა აუდიტორმა.

კომენტარები