თავდასხმა ლაშა თორდიაზე

გოგიჩაიშვილი: საკითხის დაყენება, რომ თორდია მამა აბრამის ბატკანია, არასწორია

რამდენადაც ვიცი, შსს-მ გამოძიება დაიწყო, მანდ გასარკვევია, იყო ეს პროვოცირებული თუ არა. რადგან ერთი მხარე საუბრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მართალია. გასაგებია, თორდია ცდილობს თავისი პოზიციის დაცვას, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით როგორ მოხდა, მითუმეტეს, თვითონ არის მოქმედი აუდიტის სამსახურის უფროსი, ვინ-ვის დაესხა თავს, ამასთან დაკავშირებით ჯერ გამოძიებას არ უთქვამს. მედია პრივილეგიით სარგებლობა, იმას არ ნიშნავს აპრიორი, რომ მართალია, მითუმეტეს, ახლა თორდიას ვადა გასდის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი პოზიციით ივაჭროს, ამიტომ ასე ცალსახად, საკითხის დაყენება, რომ თორდია მამა აბრამის ბატკანია, ვფიქრობ, არ იქნება სწორი, სანამ არ დამთავრდება გამოძიება და არ გაირკვევა რა მოხდა და როგორ მოხდა. რადგან საჯაროდ პირველმა თქვა, რომ ასე მოხდა, არ ნიშნავს, რომ მისი პოზიციაა სწორი. მილიონჯერ ყოფილა ცხოვრებაში, რომ ვიღაცის ბრალია და მერე ცდილობს სხვას გადააბრალოს, ამიტომ, ჯობია გამოძიებამ გასცეს პასუხი, რა მოხდა

განუცხადა აიპრესს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა

კომენტარები