პაკისტანი

პაკისტანში სენატის თავმჯდომარის მოადგილეზე თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

პაკისტანის ქალაქ მასტუნგში, პაკისტანის სენატის თავმჯდომარის მოადგილეზე თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, 37 კი დაშავდა. თავად სენატის თავმჯდომარის მოადგილე აბდულ ღაფურ ჰაიდერმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.

თავდასხმა აბდულ ღაფურ ჰაიდერის კორტეჟზე განხორციელდა. 

ამ დროისთვის თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

კომენტარები