ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს მის პიროვნულ ფაქტორს უკავშირებდა.
"პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, წარმოაჩინოს მცდარად ვითარება, რომ თითქოს ეს არის პერსონალური გადაწყვეტილება მისი პიროვნების მიმართ, სრულიად გაუმართლებელია და ეს ძალიან აზიანებს პროცესს. არავის არ გვაქვს ჩვენ იმის შინაგანი ილუზია და განცდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვებას მოიპოვებდა და ცვლილებები არის რაიმე შიშით ნაკარნახევი", - თქვა ბესელიამ.





