უბედური შემთხვევა

ნანუაშვილი: ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, Facebook-ში წერს :

"ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა. ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას. უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო", - წერს Facebook-ზე უჩა ნანუაშვილი.

ტყიბულში მინდელის მაღაროში 4 მეშახტე მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა. ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში ბაგირის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამსახურში უთხრეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები