დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი, კონსერვატიული პარტია იმარჯვებს

დიდ ბრიტანეთში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მმართველი, კონსერვატიულმა პარტიამ გამარჯვებას მიაღწია. 

ადგილობრივი არჩევნები უელსისა და შოტლანდიის 88 და ინგლისის 34 რეგიონული, საქალაქო და ადგილობრივ ხელისუფლების ორგანოებში გაიმართა.

ამ დროისთვის შედეგები 23 საბჭოშია დათვლილი. კონსერვატორებმა უმრავლესობა 10 ადგილობრივ საბჭოში მოიპოვეს და 523 ადგილი მიიღეს. ლეიბორისტებმა 5 ადგილობრივ საბჭოში მოიპოვეს უმრავლესობა და 349 ადგილი მიიღეს.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს - ლიბერალ-დემოკრატებმა 143 ადგილი მიიღეს, მწვანეებმა 5, პარტია UKIP-მა კი ვერცერთი.

ადგილობრივი არჩევნები ბრიტანეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე 5 კვირით ადრე გაიმართა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ბრიტანეთის პრემიერის, ტერეზა მეის ინიციატივით დაინიშნა, 8 ივნისს გაიმართება.

კომენტარები