ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა. ინტერპრესნიუსი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ 28 წლის მამაკაცმა 23 წლის ქალი ეჭვიანობის მიზეზით, ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულში ბრალდებული უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კრიმინალი
ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა





