სერენა უილიამსი

2 თვის ორსულმა სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის თასი მოიგო

brightlifego.com

ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის თასი 2 თვის ორსულმა მოიგო.

ამის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჩოგბურთელმა Snapchat-ში ატვირთა საკუთარი ფოტო სათაურით - "20 კვირის". ფოტო ამჟამად მიუწვდომელია, რადგან Snapchat-ის წესების მიხედვით, 10 წამის შემდგომ გაზიარებული ფოტო ქრება.


ფოტო: snapchat.com

ამერიკელი ჩოგბურთელი ორსულობის გამო სამ ტურნირს გამოტოვებს. საერთაშორისო საჩოგბურთო ასოციაციის წესების მიხედვით, სერენა უილიამსი შეძლებს შიენარჩუნოს პირველობა, თუ შვილის გაჩენიდან 12 თვის განმავლობაში ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

სერენა უილიამსის წარმომადგენლის თქმით, ჩოგბურთელი ბავშვს შემოდგომაზე ელოდება.

კომენტარები