დუშეთში, სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს. თავდასხმის დროს, ის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა) მუხლებით მიმდინარეობს.





