აღდგომა

მამა შალვა კეკელია: საფლავებზე სუფრების გაშლა და დათრობა აღდგომას ამახინჯებს

რომ მიხვიდე საფლავზე და მიულოცო შენს მიცვალებულს, უთხრა "ქრისტე აღდგა" და კვერცხი გადააგორო, ამას ეკლესია არ კრძალავს, მაგრამ ის, რაც ძალიან ცუდ ჩვევად გადაიქცა და დიდ ტრადიციად... მე სამეგრელოში დავიბადე, გავიზარდე და მახსოვს, აღდგომის დღესასწაულზე ადამიანები სასაფლაოზე იკრიბებოდნენ და მიდიოდა ერთი საფლავიდან მეორეზე გადასვლა და ყველგან სმა, და სასაფლაო გამოდიოდა ძალიან უგონო მდგომარეობაში, იმდენად სვამდნენ, ეს არის დამახინჯებული ფორმა, ამით აღდგომა მახინჯდება. როგორ შეიძლება, ჯერ დათრობა უმძიმესი ცოდვაა, მერე კიდევ ამ საფლავებზე სუფრების გაშლა. შეიძლება, სუფრა გაშალო, მოწიწებით და მორიდებით გახვიდე საფლავზე, მაგრამ აღდგომა დღეს ასე არ უნდა იყოს, აღდგომა დღეს ჯობია, რომ ტაძარში მსახურებას შეხვდე, მერე ოჯახში გაშალო სუფრა, ნატესავებთან ერთად, შეიკრიბოთ, იდღესასწაულოთ, ამაზე კარგი რა არის. საფლავზე გასვლაც, თუ ამას სწორი ფორმა ექნება, ესეც არაა პრობლემა.

მამა შალვა კეკელია პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი", სააღდგომი ტრადიციების შესახებ.

კომენტარები