ოკუპირებული რეგიონები

EU ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს არ აღიარებს

Getty Images

"ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და სახელის შეცვლასთან დაკავშირებულ რეფერენდუმს, რომლის გამართვაც საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილსაა დაგეგმილი".  - განცხადებას ამის შესახებ ევროკავშირი ავრცელებს. 

"ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მის ძალისხმევას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში."- წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სახელის შესაცვლელად ე.წ. რეფერენდუმი 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

ე.წ. რეფერენდუმის კითხვა ასეთია - "ეთანხმებით თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელად ალანია დაერქვას?"

რეფერენდუმის შესახებ ინიციატივა მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2015 წლის დეკემბერში გამოთქვა და ორ წელიწადში რეფერენდუმის ჩასატარებლად ბრძანებაც გამოსცა.

კომენტარები