ოკუპირებული რეგიონები

ბიბილოვი: ოსი ერი უნდა გაერთიანდეს და განვითარდეს რუსეთის ფედერაციაში

sova.news

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, ცხინვალის რეგიონი აუცილებლად უნდა შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. მისი თქმით, თუ ხალხი გაყოფილია, მას განვითარება არ უწერია, ამიტომ, ოსი ხალხი აუცილებლად უნდა გაერთიანდეს. 

"ისტორიულად სწორი იქნებოდა, თუ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდოდა. ერი გაყოფილად ვერ იცხოვრებს. ერთ ნაწილი, უფრო მცირე რესპუბლიკაში, ხოლო მეორე ნაწილი - რუსეთის შემადგენლობაში. თუ ჩვენ ისტორიულ სამართლიანობას დავუბრუნდებით, ოსი ხალხისთვის, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში უნდა შევიდეს და ამის შემდეგ იმუშაოს განვითარებაზე და გაერთიანებაზე. ეს ოსი ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიცვალოს იდეოლოგია, რომელიც ჩვენი გაერთიანებისკენაა მიმართული. იდეოლოგია კი ერთი უნდა იყოს: ოსი ერის გაერთიანება და მისი განვითარება რუსეთის ფედერაციაში"- ამბობს ბიბილოვი. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მმართველები განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე აქტიურობენ. 6 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. 

ასევე, ომის წლისთავთან დაკავშირებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონმა ე.წ საზღვარი დროებით ჩაკეტა.

კომენტარები