კორუფცია სასამართლოში

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე ფადი ასლისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

ფადი ასლი ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალზე
facebook.com/iccgeorgia

თბილსის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარეს, ფადი ასლის სასამართლოში უჩივის. კაკაბაძე ასლისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 ათას ლარს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ კაკაბაძის უფლებადამცევლი საქმის კურსთან საუბარში ავრცელებს. 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ სავაჭრო პალატის სამ წევრ კომპანიას - ფილიპ მორის საქართველოს, ბრითიშ ამერიკან ტობაკოსა და ტერაბანკს ქვეყანაში უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსური სანქციები დააკისრა. კაკაბაძის გადაწყვეტილებით ფილიპ მორის საქართველომ 93 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს, ბრითიშ ამერიკან ტობაკომ კი ომეგა ჯგუფს ზარალის ანაზრაურების სახით 270 მილიონი ლარი უნდა გადაუხადოს. საქმეში არსებული სამართლებრივი ხარვეზების შესახებ საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველომ ანგარიშიც გამოაქვეყნა.

TI საქართველოს ანგარიშის მიხედვით საქმეზე კორუფიული ეჭვები არსბეობს. მოსამართლის შესაძლო კორუმპირებულობაზე განცხადება სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმაც გააკეთა. 

ვლადიმერ კაკაბაძემ ტერაბანკის $8 მილიონად შეფასებული ქონებაც დააყადაღა, ბანკის ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მნიშვენელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს. 
 

კომენტარები