აფეთქება რუსეთში

სანკტ-პეტერბურგის ტერაქტში ეჭვმიტანილი წარმოშობით ყირგიზეთიდან არის

AFP/GETTY IMAGES

ყირგიზეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის სავარაუდო შემსრულებელი წარმოშობით ყირგიზი, რუსეთის მოქალაქე აკბარჟონ ჯალილოვია, რომელიც ქალაქ ოშში 1995 წელს დაიბადა.

ჯერჯერობით უცნობია, თავდამსხმელი თვითმკვლელი ტერორისტი იყო თუ არა.

გუშინ, სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 49 კი დაშავდა.

გარდა ამისა, რუსეთის პოლიცია მეორე ეჭვმიტანილსაც ეძებს, რომელსაც მეტროსადგურ Площадь Восстания-ზე ასაფეთქებელი ნივთიერების დატოვება ედება ბრალად. ბომბი ადგილზევე გაანეიტრალეს.

პეტერბურგში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

შემთხვევის ადგილზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც მივიდა.
ფოტო: AFP

კომენტარები