აფეთქება რუსეთში

პუტინი აფეთქებაზე: ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ტერაქტი

newsweek.com

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მან სპეციალური უწყებიდან მიიღო ცნობები აფეთქების შესახებ სანკტ-პეტერბურგის მეტროში. მისი თქმით, ამ დროისთვის სხვადასხვა ვერსია განიხილება, მათ შორის არის კრიმინალურიც, რომელიც ტერორიზმის ნიშნებს შეიცავს. 

"მიზეზები უცნობია [აფეთქების], ამიტომაც, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. გამოძიება ყველაფერს გვაჩვენებს", - თქვა პუტინმა, ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დაწყებამდე.

"ცხადია, ყოველთვის განიხილება ყველა ვარიანტი - ყოფითიც და კრიმინალურიც, რაც ტერორისტულ ხასიათში ვლინდება. ვნახოთ. უახლოეს პერიოდში გამოძიება მოგვცემს პასუხებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა", - აღნიშნა პუტინმა. 

სააგენტო ТАСС-ის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში მეტროსადგურ Сенная площадь-ზე, მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა.

სააგენტოსვე ცნობით, აფეთქებას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები