აფეთქება რუსეთში

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი: მეტროში აღმოჩენილი ხელნაკეთი ბომბი განნაღმულია

Twitter/Человек из интернета

რუსეთის ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ადასტურებს, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე, "Площадь Восстания"-ზე, აღმოჩენელი და განეიტრალებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამის შესახებ ინფორმაციას TACC ავრცელებს. 

"სანკტ-პეტერბურგში, მეტროს სადგურ "Площадь Восстания"-ზე აღმოჩენილი და განაღმულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. სპეციალური უწყებები და სამართალდამცველი ორგანოები ოპერატიულ რეჟიმში აგრძელებენ ყველა ხერხის გამოყენებას, რომ აღმოაჩინონ და გაანეიტრალონ ტერორისტული მუქარები,"- ამბობს ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ანდრეი პრჟედომსკი.

სანკტ-პეტერბურგში მეტროსადგურ Сенная площадь-ზე, მატარებლის ვაგონში აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები