აფეთქება რუსეთში

საგარეო: საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაშავებაზე ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს

Twitter/Человек из интернета

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურებს «Сенная площадь»-სა და «Технологический институт»-ს შორის მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +7 926 926 2740.

ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ამ ეტაპზე რუსეთის მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება მოუწოდებს სანკტ-პეტერბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, აფეთქებებს მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს "სავარაუდო ტერორიზმი" უწოდა.

კომენტარები