სამგორის რაიონის გამგეობა

სამგორის გამგეობამ წელს ეკლესიების კეთილმოსაწყობად 145 000 ლარზე მეტი გამოყო

alva.ge

სამგორის რაიონის გამგეობამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში, ეკლესიების მშენებლობისა და კეთილმოწყობისთვის, 145 000 ლარზე მეტი გამოყო. შესაბამისი დოკუმენტაცია სამგორის რაიონის გამგეობისგან არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა" გამოითხოვა. წერილს ხელს გამგეობის აპარატის უფროსი გიორგი ბებიაშვილი აწერს.

კონკრეტულად, წელს, სამგორის რაიონის გამგეობამ ეკლესიის მშენებლობისთვის ფული გადაურიცხა ნასაგურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას (20 000 ლარი), ნასაგურის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას (15 590 ლარი), ვარკეთილის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიას (11 270 ლარი), წმინდა დავითისა და ყოველთა წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარს (28 350 ლარი), წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიას (10 000 ლარი). ასევე, 29 090 ლარი გამოუყო ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ტაძრის კეთილმოსაწყობად და ტერიტორიაზე კარიბჭის მშენებლობისთვის. გარდა ამისა, სამგორის რაიონის გამგეობამ 20 572 ლარი ჩაურიცხა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს ეზოში მოსანათლი კუთხის მოსაწყობად, ხოლო 10 000 ლარი მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერს - ტაძრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.


ფოტო: ფლანგვის დეტექტორი
სამგორის რაიონის გამგეობის 2017 წლის ბიუჯეტი ჯამში 19 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები