რუსთავი 2

რ2: არხის ყოფილმა მფლობელმა ვებგვერდი გაუფრთხილებლად გათიშა

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ვებგვერდის მისამართი rustavi2.com-ის ნაცვლად, rustavi2.ge იქნება. ამის შესახებ ტელეკომპანია აცხადებს.

"შეფერხებით მუშაობს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ვებგვერდი. დღეს საღამოს გადაცემა P.S-ის დაწყების წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არხის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზე იყო რეგისტრირებული მისამართი rustavi2.com, გათიშა ტელევიზიის ონლაინ პლატფორმა, რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა ინფორმაციის გარეშე დატოვა. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებ გვერდი განთავსდება შემდეგ მისამართზე rustavi2.ge", - ნათქვამია განცხადებაში.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, ტელეკომპანიის ვებგვერდის მისამართი rustavi2.com მათ ეკუთვნით. 

კომენტარები