ავიაცია

ქართულ ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Jordan შემოდის

flickr.com

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია Air Arabia Jordan იწყებს. ავიარეისები ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით შესრულდება.

ამანი-თბილისი-ამანი საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას Air Arabia Jordan 2017 წლის 28 აპრილიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს (26.10.17). ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, ამანი-თბილისი-ამანის დაბალტარიფიანი მიმართულება საქართველოში ტურისტების ჩამოყვანასთან ერთად, იოროდანიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ქართველი მგზავრების მოზიდვაზეც იქნება ორიენტირებული.

Air Arabia Jordan არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia-ს ჯგუფის მმართველობაში მყოფი იორდანიული ავიაგადამყვანია, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა.

კომენტარები