ფარული მოსმენები

"მოძრაობა თავისუფლებისთვის" ე.წ. მოსმენების კანონზე მუშაობას აგრძელებს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მუშაობას განაგრძობს. პარტიის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ამ დროისთვის მიღებული კანონი სუს-ის მხრიდან ჩანაწერებით შანტაჟის შესაძლებლობას იძლევა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურია და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ უხეში დარღვევით ტოვებს შესაძლებლობას სუს-მა გააგრძელოს უკანონო თვალთვალი და შემდგომ ჩანაწერებით შანტაჟი. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან. ასევე ჩავერთვებით კონსულტაციებში საქართველოს პრეზიდენტთან. მივაწოდებთ შესაბამის ინფორმაციას ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც იმისათვის, რომ შემდგომში, საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმის გამოყენებით შევძლოთ, აღნიშნული კანონი შევაცვლევინოთ ქართულ ოცნებას იმგვარად, რომ დაცული იყოს სახელმწიფო უსაფრთხოება", - თქვა აბესაძემ.

კომენტარები