რუსეთი

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ჯარიმის გარდა, 15-დღიანი პატიმრობაც შეუფარდა

AP

მოსკოვში ტვერის სასამართლომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებისთვის, 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, სასამართლომ ნავალნი არასანქცირებული აქციის ორგანიზებაშიც ცნო დამნაშავედ და ჯარიმის სახით, 20 000 რუბლის [352 დოლარი] გადახდა დააკისრა.

სასამართლო პროცესის დროს ნავალნიმ სასამართლოში რუსეთის პრემიერის დმიტრი მედვედევის გამოძახება მოითხოვა.

"მსურს, სასამართლოში გუშინდელი მიტინგის რეალური ორგანიზატორი გამოიძახოთ. ის შეძლებს იმის ახსნას, თუ რატომ გამოვიდა აქციაზე ამდენი ადამიანი", - თქვა ნავალნიმ.

გუშინ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი და სულ მცირე 500 დემონსტრანტი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

კომენტარები