ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ელისაშვილი: მერობაზე თუ ვფიქრობ, პირველ რიგში, დამოუკიდებლად

netgazeti.ge

საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის არ გამორიცხავს თბილისის მერის პოსტისთვის ბრძოლას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ამის შესახებ დეპუტატი "ტაბულას" ესაუბრა. 

„თვითმმართველობის არჩევნებში რომ მივიღებ მონაწილეობას, ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული, იმიტომ, რომ აქ ვხედავ საკუთარ თავს ზუსტად, ოღონდ, საკრებულოში ვიყრი კენჭს თუ მერობისთვის, ამაზე ჩამოყალიბებული არ ვარ,“- ამბობს ელისაშვილი. 

ელისაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის მერობისთვის იყრის კენჭს, პირველ რიგში, დამოუკიდებლად იფიქრებს, თუმცა დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ამ თემაზე ის სხვადასხვა პარტიებს ესაუბრა. 

„მერობაზე თუ ვფიქრობ, პირველ რიგში, დამოუკიდებლად. თუმცა, გარკვეული საუბარი, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან იყო, მაგრამ არ იქნება ჩემგან ახლა ეთიკური და კორექტული დეტალებზე საუბარი. შემოთავაზება და რაღაც სიღრმისეული მოლაპარაკების მსგავსი არ ყოფილა, უბრალოდ, რაღაც თემებზე სულ ვსაუბრობთ ხოლმე და ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო. ამისთვის ნამდვილად მადლობელი ვარ. გადაწყვეტილება ჯერ ნამდვილად არ მაქვს მიღებული, არ ვკეკლუცობ, ნამდვილად არ ვარ ჩამოყალიბებული იმიტომ, რომ ძალიან რთული ამბავია სოლოლაკში მოკალათებულ კაცთან დაპირისპირება,“ - უპასუხა ელისაშვილმა "ტაბულას". 

კომენტარები