ოკუპირებული ტერიტორიები

ამერიკის საელჩო: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

საქართველოში ამერიკის საელჩო ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

"ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე; და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია - ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი, მიმართული საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ; და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები