რუსთავი 2

ობოლაძე: იმედიდან კარგი შემოთავაზება მქონდა და დავთანხმდი

ტაბულა

რუსთავი ორის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი და "სხვა შუადღის" წამყვანი დიმა ობოლაძე ადასტურებს, რომ სამუშაოდ ტელეკომპანია იმედში გადავიდა. ის ტელევიზიის სპორტული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს და “ქრონიკის” სპორტულ ბლოკს გაუძღვება.

"სამსახური შევიცვალე, იყო კარგი შემოთავაზება იმედიდან, მივიღე ეს შემოთავაზება და გადავედი ამ არხზე", - ამბობს ობოლაძე.

ტელეწამყვანის თქმით, მოლაპარაკებები "არცთუ ისე დიდი ხნის განმავლობაში" მიმდინარეობდა.  

"ეს იყო დაახლოებით ერთი თვე-თვე-ნახევარი, თანამშრომლებს დავემშვიდობე, ჩემი მეგობრები არიან, ყველა გაგებით მოეკიდა, ცოტა სევდიანი დამშვიდობება გვქონდა", - აღნიშნავს ობოლაძე.

კომენტარები