რუსთავი 2

ობოლაძე: ვადასტურებ, რომ ჩემი რუსთავი 2-დან წასვლის საკითხი დღის წესრიგში დგას

ტაბულა

"ვადასტურებ, რომ ჩემი რუსთავი 2-დან წასვლის საკითხი დღის წესრიგში დგას", - ამის შესახებ რუსთავი 2-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა და „სხვა შუადღის“ წამყვანმა დიმა ობოლაძემ განაცხადა. ის ჯერჯერობით, დეტალებზე არ საუბრობს.

"ახლა ვარ რაღაცების გარკვევის პროცესში, როგორ გითხრათ, ვერ გეტყვით. მინდა, რომ ყველაფერი დაკონკრეტებული იყოს", - ამბობს ობოლაძე.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავი ორის ტელეწამყვანი სამუშაოდ "იმედში" გადადის.

კომენტარები