რუსთავი 2-ის საქმე

ჯეჯელავა: სტრასბურგის სხვანაირი გადაწყვეტილება იმ 1 მოსამართლეზე დარტყმა იქნებოდა

გადაწყვეტილება მოსამართლემ დაჩქარებულად მიიღო, რადგან კომპანიამ აპოკალიფსი დაუხატა, თითქოს, რუსთავი 2 უკანასკნელი თავისუფალი მედიასაშუალებაა და თუ გადაწყვეტილება აღსრულდება, თბილისის ქუჩებში ტრაგედიას უნდა ველოდოთო. მესმის, რომ სტრასბურგის მოსამართლე ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას მოერიდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის შვიდი მოსამართლის გადაწყვეტილება იმ ერთ მოსამართლეზე მნიშვნელოვანი დარტყმა იქნებოდა. ანუ, გამოვიდოდა, რომ სტრასბურგი, როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, დაუბალანსებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ნებისმიერი თავმოყვარე ინსტიტუცია კარგად დაფიქრდება, სანამ ერთ დღეს ერთ გადაწყვეტილებას მიიღებს, მეორე დღეს - განსხვავებულს.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსთავი 2-ის საქმის შესახებ, კვირის პალიტრასთან საუბარში.

კომენტარები